სამტრედიაში ანტისაოკუპაციო აქცია კახა კალაძისა და მამუკა ბახტაძის ნათესავებმა და მეგობრებმა ჩაშალეს. "კურიერმა" ვიდეო მასალა გაშიფრა და დაადგინა, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ დაპირისპირებას კახა კალაძის ნათლული გიგა ჩაჩუა ხელმძღვანელობდა.
თბილისის მერის ახლობელია სამტრედიის საფეხბურთო კლუბის თანამშრომელი ვახტანგ ყურულაშვილიც, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა აქციის ჩატარებას.
ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედებდნენ პრემიერ ბახტაძის მეგობრები- მამუკა ვაშაკიძე და რამაზ რუხაძეც, რომლებიც საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან. მათ ახალგაზრდებს ხიდზე ბანერის გამოფენის უფლება არ მისცეს, რომელზეც ეწერა - "გახარია წადი."
„გიგა ჩაჩუა იყო ერთ შპს სპორტკომპლექსის თანამშრომელი, იყო ვახტანგ ყურულაშვილი ადგილობრივი სამტრედიის კლუბის თანამშრომელი და „ოცნების“ აქტივისტები. აიპის თანამშრომლები იყვნენ. მე ნამდვილად მეცოდება ეს ხალხი, ეტყობა აშინებენ ან სამსახურს დაგატოვებინებთ, აქედან გამომდინარე იძულებულები არიან წამოვიდნენ და კონფრონტაციაში შემოვიდნენ ადამიანებთან,“-განაცხადა ენმ-ს სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ემზარ შუბლაძემ.