24 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
წყალდიდობა ნეპალში - დაღუპულია 55 ადამიანი

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55 ადამიანამდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად 29 ადამიანი ითვლება. არიან დაშავებულებიც. გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში რამდენიმე მეწყერიც გამოიწვია.

მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა საავტომობილო გზები და ხიდები. დატბორილია 200-ზე მეტი დასახლება და ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა.

მსხვერპლი მოჰყვა უამინდობას ინდოეთშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. მილიონზე მეტ ადგილობრივს კი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა.

დღის ამბები