19 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
"მოვუწოდებთ საზოგადოებას, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა"- შსს 

ვითარება დილიდან დაძაბულია დავით გარეჯში - ადგილზე კვლავაც რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ტაძრებიდან გამოტანილი ხატები ისევ სალოცავებში დააბრუნეს. ისინი მომხდარზე ხელისუფლების რეაგირებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას და სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფებს მოუწოდებს, საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ. 

უწყების ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

"ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა,"-აცხადებენ შსს-ში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები