25 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
26-ე დღე სისხლიანი დარბევიდან და არც ერთი დაკავებული სამართალდამცველი - პრემიერი ამბობს, მხოლოდ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს

26-ე დღე სისხლიანი დარბევიდან და არც ერთი დაკავებული სამართალდამცველი - ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუციათ ის სპეცრაზმელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ, არ დაუკავებიათ, არც ის პოლიციელები, რომლებიც დაკავებულებს ამცირებდნენ და სასტიკად სცემდნენ და არც ისინი, ვინც გაქცეულ დემონსტრანტებზე სადარბაზოებში ნადირობდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება - ესაა ერთადერთი პასუხი, რაც პრემიერს 26 დღის შემდეგ აქვს. ბახტაძე ირწმუნება, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. 

„პოლიციელების გარკვეულ ნაწილს თუ არ ვცდები ათ ადამიანს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული და თუ არ ვცდები მათზე მიმდინარეობს გამოძიება,

თითოეული ნიუანსი არის დასადგენი და გასათვალიწინებელი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს საზოგადოებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს ხელი დააფარეს. ეს ასე არ მოხდება. გვარი რომელიც თქვენ ახსენეთ (ზაზა ფანცქალაშვილი) და ნებისმიერი სხვა გვარი, მე გეუბნებით, რომ ყველა კანონის ფარგლებში იქნება დასჯილი.

არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიული ადამიანების აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, ისინი იძულებული იყვნენ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე. ვინც ძალას გადაამეტა ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე,როდესაც დასრულდება გამოძიება. გამოძიებას აქვს თავის ვადები და რაც მთავარია, გამოძიება ყოველდღიურ რეჯიმში უზრუნველყოფს მედიასთან  და საზოგადოებასთან კავშირში.ჩემთვის მთავარია მა ყველაფერს მიეცეს სწორი და ობიექტური შეფასება, "-განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები