25 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
"არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდათ" - "ევროპული საქართველო" 20 ივნისის ღამის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომელიც გავრილოვის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს, ”ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას მისი გუნდი მხარს დაუჭერს, თუმცა იმედი არ აქვთ, რომ ხელისუფლება  კომისიის შექმნას დათანხმდება.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს და ამ მიზნით, არც ტყუილის თქმას ერიდება. ამის მაგალითად კი, ელენე ხოშტარიას შს მინისტრის, გიორგი გახარიას სატელევიზიო ინტერვიუ მოჰყავს.

Image result for ელენე ხოშტარია„რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არანაირი მზაობა საგამოძიებო კომისიის შექმნის "ქართული ოცნებისგან" არ იქნება, იმიტომ რომ მათ უბრალოდ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდათ. როგორც გახარია, რომელიც ვითომ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიდა, უბრალოდ ტყუილები მოყვა. შესაბამისად, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ ეს კომისია შეიქმნება და რამე გაირკვევა, მაგრამ წნეხის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებაზე“, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებიც ყველაფერს ხელს აწერენ, კიდევ ერთხელ იგრძნონ დისკომფორტი კიდევ ერთხელ გასცენ პასუხი, რატომ მოხდა ასეთი სისასტიკე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას ხელს, რომელიც იქნება ამ ხელისუფლებისთვის, ერთ მხრივ, დისკომფორტის შემქმნელი და მეორე მხრივ ლეგიტიმური მცდელობა, რომ გაირკვეს რა მოხდა იმ უბედურ ღამეს. 26-ე დღეა და ელემენტარული პასუხები კითხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში იყო გახარია ჩვენ არათუ პასუხები არ მივიღეთ, ტყუილები მივიღეთ. ანუ ეს არის მათი დამოკიდებულება, გამოძვრნენ, მოიტყუონ, აირიდონ პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები