17 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
"ბევრი კითხვა არსებობს" - ნარჩემაშვილი 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე

გავრილოვის ღამის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი იზიარებს. ამ წინადადების პარლამენტში დაყენებას „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ გავრილოვის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს და სწორედ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს გარკვევა.

ნარჩემაშვილის შეფასებით, 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების პროტესტი ლეგიტიმური იყო, თუმცა, შემდეგ პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები გამოიკვეთა. ამას გარდა, ნარჩემაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მიტინგის დაშლის დროს ძალა არაკანონიერად გამოიყენა.

„ეს ცუდი არ იქნებოდა იმიტომ, რომ ბევრი კითხვა არსებობს და სწორედ ამ ტიპის მოვლენებისთვის არის საგამოძიებო კომისიები. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, რომ კონკრეტული საგამოძიებო საქმეებისთვის შეიქმნას საგამოძიებო კომისიები, მაგრამ  როცა არის პოლიტიკური დატვირთვა, უფრო უპრიანია, რა თქმა უნდა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. მიტინგი იყო თავისი შინაარსით საზოგადოების მხრიდან აბსოლუტურად ლეგიტიმური, შემდეგ პოლიტიკური ძალების მხრიდან გადაიზარდა ძალადობრივში და ეს აშკარაა. ყველა მცდელობა იმის თქმის, რომ ეს არ იყო ძალადობრივი, უბრალოდ, ფაქტების დამახინჯება გამოვა. ხოლო მეორე ნაწილი, დაახლოებით ღამის 2-ის ნახევრის, 2 საათის შემდეგ, დაშლა ამ მიტინგისა აშკარად შეიცავდა ძალის არაკანონიერი გამოყენების ნიშნებს,“ - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები