24 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
შემაქვს ეჭვი ილონა თოდუას კეთილსინდისიერებაში - ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატზე საუბრობს

„მე შემაქვს ეჭვი ილონა თოდუას კეთილსინდისიერებაში,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატზე საუბრისას გააკეთა. მან საეჭვო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თოდუამ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დედის სახელზე გადააფორმა ჩუქების პრინციპით. ამის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ილონა თოდუას მისცენ ბინის ქირის საფასური.

„ჩვენივე გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეებს, რომლებსაც იმ კონკრეტულ ადგილას ქალაქში, არ აქვს უძრავი ქონება, საბჭო მას უხდის ქირას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ილონა თოდუას, წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ეს ჩანს, ჰქონდა საკუთრებაში ბინა. მაგრამ 12 თებერვალს, მან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა ეს ბინა დედას და ზუსტად 5 დღეში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ილონა თოდუას უნდა მიეცეს ბინის ქირის საფასური. ეს გარემოება, ჩემი აზრით, უნდა გახდეს შესწავლის საგანი. მე შემაქვს ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები