20 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
"თავდასხმა, პროვოკაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ," - "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთში 20 ივნისის მოვლენებს განმარტავს

დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს თბილისში თავს დაესხნენ დესტურქციული ძალები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა რუსეთსა და საქართველოს შორის ძლივს დალაგებული ურთიერთობების არევა, - ეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ლომიას განცხადებაა, რომელიც კერძო ვიზიტით ისევ მოსკოვს სტუმრობს.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები იქ ვიწრო პარტიული მანდატით და ამოცანებით იმყოფებიან, თუმცა რუსული მედია ამ ვიზიტს აფასებს და აშუქებს, როგორც ორ ქვეყნას შორის საპარლამენტო დიალოგის ფორმატის შეხვედრას.

"საქართველოში დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ სცადეს ყველაფერი გაეკეთებინათ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად. თავდასხმა, პროვოკაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ და ტელეარხ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თავხედური გამოხტომა, ერთი ჯაჭვის რგოლია. ეს ყველა პროვოკაცია მიმართულია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვისკენ. ჩვენ ვასახელებთ ამ დესტრუქციულ ძალებს, ესენი არიან სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია. მათთვის საქართველოსა და რუსეთის მორიგი კონფლიქტი არის საშუალება დარჩნენ პოლიტიკაში და დაუმტკიცონ საკუთარი საჭიროება თავიანთ უცხოელ სპონსორებს,“-განაცხადა გიორგი ლომიამ. 

დღის ამბები