25 აგვისტო 2019,   16:20
ვრცლად
ჯგუფურ ძალადობის მუხლით დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ - დაკავებულთა შორის ერთ-ერთი "შეაჩერე კორუფციის" ხელმძღვანელია

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ 4 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მათ ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს.

დაკავებულთა შორისაა ვატო გელაშვილი, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი თანამოაზრეები ბრალდებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გელაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, რადგან ის ხშირად საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მათ შორის ამხელდა და საჯაროდ საუბრობდა სხვადასხვა უწყებებში არსებულ კორუფციაზე.

"სრულიად უუნარო, კორუფციის ჭაობში ჩავარდნილი ქვეყანა, როდესაც მსხვერპლად ირჩევს ისეთ ადამიანს, რომელიც მისი მუდმივი ოპონენტია, რომელიც მუდმივად იკვლევს იმ ჭაობს, რომელშიც ქვეყანაა ჩაძირული, არ გამოვა, რომ თავიანთი, ძალიან შავი, ძალიან ჭუჭყიანი ხელები თავისუფალ ადამიანებს შეაწმინდონ. 4 ადამიანი აპირებდა ამ ქვეყნის გადატრიალებას? რომელი ქვეყნის, რომელიც უკვე გადატრიალებულია? გავრილოვის საქართველოში შემოყვანა, ეს არის ხაზგასმა იმ ფაქტის, რომ ეს ქვეყანა არის გადატრიალებული,"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელმა ქეთევან ენუქიძემ. 

გამოძიება კი ამტკიცებს, რომ გელაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. შს სამინისტრომ ვიდეო მასალაც გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები