25 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
ხანძარი სოფელ ყარაჯალაში - მეხანძრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მსხვერპლით დასრულდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა.

მეხანძრე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

გელა მელიქიძე სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

დღის ამბები