25 აგვისტო 2019,   16:26
ვრცლად
"იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” - აქცია-პერფორმანსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 

"იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” - ამ სლოგანით სამოქალაქო მოძრაობამ "ერთად სახლში საქართველომ", თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქცია პერფორმანსი გამართა.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაა. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიომ დაინახოს თუ როგორი დადებითი განწყობაა საქართველოში ტურისტების მიმართ, მათ შორის იმ ტურისტების მიმართაც, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოდიან.

„ჩვენი კარი არის ძალიან ფართოდ ღია ყველა ტურისტისთვის, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვინც ჩამოვა, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით რუსულ მთავრობას და კრემლის მითითებებს. არ ვართ ჩვენ პირველყოფილი ადამიანები და არ ვესხმით თავს ტურისტებს. ამიტომ დღეს ჩვენ აქ მოვიტანეთ ქართული ღვინო, მოვიტანეთ ქართული ყველი, გვინდა გავასინჯოთ ტურისტებს ჩვენი არაჩვეულებრივი ღვინო,“-განაცხადა ორგანიზაცია "ერთად სახლში საქართველოს" ხელმძღვანელმა სალომე ჭელიძემ.

დღის ამბები