25 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი დარბევა - ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსანმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. საფინანსო სამსახურის უფროსის გია კუდაშვილის  განცხადებაში წერია, რომ მმართველი პარტიის უღირსი, სამარცხვინო და დანაშაულებრივი მოქმედებების გამო, მას საჯარო სამსახურში მუშაობა აღარ სურს.

კუდაშვილი მერიაში 2010 წლიდან მუშაობდა, განყოფილების უფროსად კი 2013 ში დაინიშნა.

„საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედებების გამო, აღარ მსურს საჯარო სამსახურში მუშაობა,“-განაცხადა კუდაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ ის დააკმაყოფილა კუდაშვილის სამსახურიდან წასვლის განცხადება, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არ ვიცი მას რა ესმოდა, ვისგან რა გაიგონა, მსგავსი რაღაცეები ჩემთვის ცნობილი არ არის,“-ამბობს მუნიციპალიტეტის მერი.

დღის ამბები