24 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემა - საპროცედურო კომიტეტმა ოპოზიციის შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაადგინოს

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დღეს იმ 300 ათასი ხელმოწერის ნამდვილობაზე უნდა იმსჯელოს, რომელიც 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის შეაგროვა.

კომიტეტის შემდეგ, საკითხს ბიუროზე დაარეგისტრირებენ და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.

„კომიტეტი დაადგენს, რომ ხელმოწერები არის ნამდვილი,დავწერთ დასკვნას რომელიც გადაეგზავნება ბიუროს და იმ შემთხვევაში თუ ჩატარდება რიგგარეშე სასესიო სხდომა განხილული იქნება ეს საკითხი, თუ არადა მორიგი სასესიო სხდომის დროს,“-ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ხელმოწერების შეგროვება ოპოზიციამ ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, ვიდრე ხელისუფლება საპროტესტო აქციების შედეგად ამ სისტემაზე თანხმობას განაცხადებდა.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს და 2020 წლის არჩევნებისთვის ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა იყოს.

„უმჯობესია ოპერატიულად განხორციელდეს პროცედურები, რათა არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე საზოგადოებამ პოლიტიკურმა პარტიებმა , ყველამ იცოდეს, რომ ახალი მოცემულობა შეიქმნა საარჩევნო სისტემისათვის,“-ამბობს ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.

დღის ამბები