25 აგვისტო 2019,   16:21
ვრცლად
დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - უმრავლესობამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ პოზიციის წერილობით დაფიქსირება არ ისურვა

ხმაური და კამათი ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს უმრავლესობისგან რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით პოზიციის წერილობით ჩამოყალიბებას და საქართველოს მთავრობისთვის მის გადაგზავნას მოითხოვდა.

ამ ინიციატივას “ქართული ოცნების” წევრებიდან ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, შემდეგ კი უმრავლესობამ საკითხი არათუ განიხილა, დღის წესრიგშიც კი არ შეიტანა. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება, როგორც მოღალატეობრივი პოზიცია, ისე შეაფასა.

„რაც 20-21 ივნისს განვითარდა, ეს არის ზეპარტიული საკითხი. ანტიოკუპაციური საკითხია. რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ეხება და ტექსტშიც ამაზე გვაქვს ხაზი გასმული.  ბუნებრივია იმ ადამიანების დასახიჩრებას მიეცეს შეფასება. ეს საკითხი გვქონდა დაყენებული და დღის წესრიგში არ შეიტანა ბიურომაც კი. ერთპიროვნულად გადაწყვიტა თავმჯდომარემ,“-ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე კი აცხადებს, რომ საკითხი დაყენებას მხარი უმრავლესობამ არ დაუჭირა.

დღის ამბები