24 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
კოალიციური მთავრობა 2020 წელს და თანამშრომლობა "ოცნებასთან" - მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს განსხვავებული პოზიცია აქვთ

საქართველოს პრემიერის გარდა, კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავენ პოლიტიკოსები. მათი თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, თუკი ის პროპორციული სისტემით ჩატარდება, კოალიციური მთავრობის შექმნა, ფაქტობრივად, გარდაუვალია.

ასეთ შემთხვევაში ძნელია ვარაუდი, რომელი პოლიტიკური გუნდის ირგვლივ მოხდება მთავრობის ფორმირება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობის შექმნა მესამე ძალის ირგვლივ მოხდება და ასეთ შემთხვევაში თითოეული იმ პოლიტიკოსის პოზიცია გახდება მნიშვნელოვანი, ვინც პარლამენტში შევა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ის პარლამენტში შევა და კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში თავად მიიღებს შეთავაზებებს.

დავით უსუფაშვილი-ის სურათის შედეგი„აქ ვიქნები სადაც ვდგავარ, სხვებმა გადაწყვიტონ მარჯვნიდან დამიდგებიან თუ მარცხნიდან. მე ვიდგები აქ და ვისაც რამე წინადადება ექნება მივიღებ წინადადებებს და განვიხილავ, ყველა წინადადებას განვიხილავ და მივიღებ საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებას. ეგ რომ იყოს ჩემი ოცნება "ქართულ ოცნებასთან" ისევ ჩახუტება, რატომ გავუშვებდი თავის დროზე ხელს ან ახლა რატომ ვიქნებოდი ქუჩაში თუ ჩემი ოცნება ჩახუტებაა ბიძინასთან. არც მიშას ჩამოსვლას შევუწყობ ხელს, არც ბიძინას დარჩენას, "ოცნება" შესაცვლელია, სამი წელია, აქ ვდგავარ და აქ ვიდგები,“ - ამბობს უსუფაშვილი.

ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი 2020 წელს „ქართული ოცნება“ ისევ ძველი ლიდერებით იქნება წარმოდგენილი, ის მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„ძალიან მიჭირს თქმა, რა პერსპექტივა აქვს ამ პოლიტიკურ ძალას 2020 წელს, თუ არ მოხდება წმენდა შიგნით და იმ ადამიანებისგან გათავისუფლება, რომელიც წარსულში მიაქანებს ქვეყანას და არავითარი პროგრესული ხედვა არ აქვს, შეუძლებელია დაინახო რაიმე ტიპის თანამშრომლობა იმ ვითარებაში, თუ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის წინაშე დადგება პარლამენტი. რომ მქონოდა დარჩენის სურვილი, დავრჩებოდი, რადგან მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა, ვაპირებ ასე დამოუკიდებლად გავაგრძელო შემდეგი ეტაპი,“ - ამბობს ბესელია.

ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა, მაშინ შეიძლება თანამშრომლობა. მისი თქმით, კოალიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, თუ კონსესუსია მხარეებს შორის. ნაცვლიშვილის თქმით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნებისა“ და მის შეხედულებებს შორის დიდი სხვაობაა.

ბექა ნაცვლიშვილი-ის სურათის შედეგი„დათმობაზე თუ წავიდა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეიძლება მე ვითანამშრომლო, მაშინ შეიძლება თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ მექანიკური თანამშრომლობა, არც ჩემთვის არის რამის მომტანი, არც რომელიმე პარტიისთვის და არც ამ ქვეყნისთვის ზოგადად,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

დღის ამბები