16 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
დარღვეული უსაფრთხოების ნორმები - 16 წლის მოზარდი მშენებლობაზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა, რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა - 16 წლის გიორგი ბესკენაძე სამშენებლო ობიექტზე, სადაც თავად მუშაობდა, ლიფტის შახტში ჩავარდა. სამშენებლო ლიფტის დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა.

უბედური შემთხვევა დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა. მშენებლობაზე ლიფტის დემონტაჟის სამუშაოებს ინდური კომპანია ასრულდება.

ობიექტის შემოწმებისას გაირკვა, რომ სამშენებლო კომპანიას უსაფრთხოების მინიმალური ნორმებიც კი არ ჰქონდა დაცული. მუშები ისე მუშაობდნენ, რომ მათთვის სპეციალური ეკიპირებაც კი არავის მიუცია.

წინასწარი მოკვლევით დგინდება ისიც,  რომ ოფიციალური დოკუმენტები კომპანიაში მოზარდის დასაქმების შესახებ არ არსებობს. სავარაუდოა, რომ მშენებლებმა ობიექტზე არასრულწლოვანი სიტყვიერი გარიგებით დაასაქმეს და სახიფათო საქმე ჩააბარეს.

მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხოვრობდა. მოზარდი რამდენიმე დღის წინ მეზობელმა მშენებლობაზე სამუშაოდ წამოიყვანა. ოჯახის გაჭირვების გამო მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ გიორგი მძიმე ფიზიკურ შრომაზეც თანახმა იყო.

მთელი საქართველოს მასშტაბით 33 ათასი სამშენებლო ობიექტია, რომლიდანაც მხოლოდ 400-ია შემოწმებული. აქედან 70 თბილისში, დედაქალაქის მასშტაბით შემოწმებული ობიექტებიდან 60 მშენებლობის უფლება შეუჩერდა.

ოფიციალური მონაცემებით 33000 სამშენებლო ობიექტს 40 ინსპექტორი ამოწმებს, რაც ყველა სტანდარტთან შედარებით უკიდურესად დაბალია. სამოქალქო სექტორის ყველა უბედურ შემთხვევაზე, რომლის შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით გამოვლინდა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები