18 აგვისტო 2019,   12:01
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა პროკურატურაში გამოკითხეს

"რუსთავი 2-ის" თანამშრომელი გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, პროკურატურაში იმყოფებოდა. სამართალდამცავებს აინტერესებდათ, რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და რა ვითარებაში მოხდა მისი დასახიჩრება.  გიორგი სულაშვილის თქმით, მან სამართალდამცავებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

„რა მდგომარეობა იყო, როგორ მოვხვდი იქ, სად ვიყავი, როგორ ვმოძრაობდი და ა.შ. არაფერი ისეთი, უბრალოდ ფორმალობა იყო, რომ ინფორმაცია სცოდნოდათ, რა და როგორ მოხდა. ორ საათნახევარი მიმდინარეობდა დაკითხვა. მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა დაკითხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სრულად და ამომწურავად გავეცი ყველა კითხვას პასუხი,“-განაცხადა გიორგი სულაშვილმა

დღის ამბები