18 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
„თბილისის თამბაქოს“ განცხადება - ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2-ს", „ოჯითი ჯგუფს“ და მსოფლიო ბრენდებს უპირისპირდება

„თბილისის თამბაქოს“ განცხადება - ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის სამიზნეები "რუსთავი 2", ზაზა ოქუაშვილის „ოჯითი ჯგუფი“ და მსოფლიო ბრენდებია. ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა მის ჩაძირვას ცდილობს, როდესაც ამბობენ, რომ მისმა „თბილისის თამბაქომ“ თაღლითური გზით, დიდი რაოდენობით აქციზური მარკები გაძვირებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფოსგან მიიღო და ფიქტიური რეალიზების შედეგად 60 მილიონზე მეტი მოიპარა.

ვანო ჩხარტიშვილის თავდასხმის ობიექტი პერსონალურად ზაზა ოქუაშვილი იყო, რომელსაც ბიზნესმენმა "ვაიბიზნესმენი და კონტრაბანდისტი" უწოდა.

ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ ომი ბაზარზე ყველა კონკურენტს მას შემდეგ გამოუცხადა, რაც „შაბათის კურიერის“ ეთერში კონფიდენციალური წყაროს მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა რეპორტაჟი, როგორ მიითვისეს ბიუჯეტის კუთვნილი 60 მილიონი „თბილისის თამბაქოს“ მფლობელებმა. ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ თუ მისი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება, 1500 ადამიანი უმუშევარი დარჩება.

ვანო ჩხარტიშვილს დღეს იერიში მხოლოდ „ომეგა ჯგუფზე“ არ მიუტანია, მისი სამიზნე სიგარეტის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდები იყო. ჩხარტიშვილმა ისინი დემპინგური ფასებით თამაშში დაადანაშაულა და თქვა, რომ უცხოურ სიგარეტს თვითღირებულებაზე იაფად ყიდიან.

ვანო ჩხარტიშვილმა სკანდალურ წერილში ბრალი ყველას წაუყენა, თუმცა მთავრი კითხვა უპასუხოდ დატოვა, როგორ მიიღო აქციზის გაძვირებამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფოსგან რეკორდული რაოდენობის აქციზური მარკები და როგორ გაყიდა რეკორდული რაოდენობის სიგარეტი რამდენიმე დღეში.

ამავე თემაზე
დღის ამბები