24 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
შოთა დიღმელაშვილი ხელისუფლებას: "თქვენ გაქვთ ბლეფი, იცით რომ დანაკარგი გაქვთ, მაგრამ ფსონებს ზრდით"

თქვენ ხელში კარტი არ გყავთ, თქვენ გაქვთ ბლეფი, იცით, რომ დანაკარგი გაქვთ, მაგრამ ფსონებს ზრდით  - ამ სიტყვებით მიმართა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. დღეს პროტესტის 27-ე დღეა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა ისევ უცვლელი რჩება - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ შს მინისტრი დაკავებულ პოსტს არ დატოვებს.

„ესენი გვეთამაშებიან ახლა გამძლეობის თამაშს და ჩვენს ჯგუფში არის ბევრი ადამიანი, რომელიც საკმაოდ კარგად თამაშობს პოკერს და ვიცით, რომ თქვენ ხელში კარტი არ გყავთ, თქვენ გაქვთ ბლეფი, იცით, რომ დანაკარგი გაქვთ, მაგრამ ფსონებს ზრდით. ყოველ დღე გაქვთ გაზრდილი ფსონი, რომ ჩვენ შეგვაშინონ და ქართული საზოგადოების აზრი გადატეხონ და თქვათ, რომ ახლა ორთქლს გამოუშვებენ და წავლენ. ჩვენ გვაქვს ხელში როიალი, ბოლომდე გამოგყვებით, ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლეს თქვენ ვერ გაჭრით ვერანაირი რუსული პოლიტტექნოლოგიებით და ვერანაირი ფსონების გაზრდით,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღის ამბები