24 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
ივანიშვილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება ისეთი დიდი შეცდომა დაუშვას, რომ არჩევნებამდე დაბალი რეიტინგით მივიდეს - მინაშვილი

ივანიშვილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება ან შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ისეთი დიდი შეცდომა დაუშვას, რომ არჩევნებამდე ძალიან დაბალი რეიტინგით მივიდეს - ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრმა, აკაკი მინაშვილმა "არჩევანში" გააკეთა. მისი თქმით, ყოველ მომდევნო დღეს „ქართული ოცნება“ უშვებს შეცდომებს და ეს ნიშნავს, რომ შიგნიდან დაწყებულია რღვევა.

მინაშვილის განცხადებით, ეს მათ მესიჯბოქსსაც ეტყობა, რომელიც ერთმანეთთან აცდენილია. აკაკი მინაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, შექმნას ბუტაფორიული განწყობები მის მხარდამჭერებში, თითქოს, დღემდე კიდევ რამეს წყვეტს და ამის მაგალითია ნიკა მელიას საქმე.

„ნიკა მელიას რომ ელექტრონული ბორკილი დაადეს, სინამდვილეში რა არის, მათ ვერ მოახერხეს ამ ადამიანების დაკავება და ეს არის, ჩემი აზრით, თავისიანების გამხნევება, რომ ჩვენ ისევ რაღაც ამბავში ვართ,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები