მამუკა ხაზარაძე გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, თუმცა წარმატებებს მიაღწევს - ასეთია ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხაზარაძე არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს და ის „ქართულ ოცნებას“დააზარალებს, რადგან ხმებს სწორედ მმართველ პარტიას წაართმევს.
„ხაზარაძეს მე ვუყურებ როგორც ღირსეულ კონკურენტს ან ღირსეულ პარტნიორს,“ - განაცხადა "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ იქნება.
„ივანიშვილს სძულს ხაზარაძე და ხაზარაძეც სიძულვილით პასუხობს მას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
მამუკა ხაზარაძეს ბიძინა 2-ს უწოდებს „ლეიბორისტული პარტია“. გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ის ისეთივე ოლიგარქია, როგორც ბიძინა ივანიშვილი.
„ჩვეულებრივი ბანდიტია, რა უნდა ხაზარაძეს პოლიტიკაში. ხაზარაძის ერთადერთი მიზანი არის მისი კაპიტალის გაზრდა და დაცვა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.