20 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
მგონია, რომ ვერ დახურავს "რუსთავი 2-ს", რატომღაც მგონია, რომ ვერ იზამს ამას - ნინო ჯანგირაშვილი

„მგონია, რომ ვერ დახურავს, რატომღაც მგონია, რომ ვერ იზამს ამას,“ - ეს განცხადება ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა გააკეთა.

ნინო ჯანგირაშვილი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ ინტერპრეტაცია გააკეთოს.

„ისეთი სიშლეგე სჭირს ივანიშვილს „რუსთავი 2-ზე", რომ შეიძლება მართლაც გააკეთონ ეს. მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლის, უფრო დააჩქარებს ივანიშვილის დასასრულს. მე მგონია, რომ ვერ დახურავს, რატომღაც მგონია, რომ ვერ იზამს ამას,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

"რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოიტანს.

დღის ამბები