23 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
მექაჩებოდა, ანგარიშს გაგისწორებო... აიღო საქაღალდე და სახეში ჩამარტყა - ხელმძღვანელობის მიერ ნაცემი ქალბატონი მომხდარს იხსენებს

სენაკის მერიის აიპ-ების გაერთიანების ცენტრი, მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მიზეზი უწყების დირექტორის მოადგილესა და სპეციალისტს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა. როგორც მზია გადელია ამბობს, განსხვავებული აზრის გამო, დათო ჭითავა მას ოთახში შეუვარდა და ძალის გამოყენებით შეეცადა საკუთარ კაბინეტში შეეყვანა, მოგვიანებით კი ხელიც დაარტყა. აიპ-ების გაერთიანების ცენტრის ნაცემი თანამშრომელი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მისი თქმით, ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა, თუმცა ჭითავა არასდროს დასჯილა. გადელიამ პოლიციას უკვე მიმართა. სამართალდამცველები მას გვიანობამდე კითხავდნენ. დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს აიპ-ების გაერთიანების დირექტორი.

"ვიჯექი ჩემს სამუშაო ოთახში, გაიღო კარი და შემოვიდა დირექტორის მოადგილე დათო ჭითავა, რომელიც არის ხუთჯერ ნასამართლევი. დამავლო ხელი და მითხრა, მექაჩებოდა წამოდი ჩემთან ოთახში შენთან გასასწორებელი მაქვს რაღაცაო, მე ანგარიშს გაგისწორებო. ამასობაში მე მაგას არ დავნებდი, წავართვი ჩემი ხელი ამასობაში მან აიღო საქაღალდე და სახეში ჩამარტყა. ხან ფულს მთავაზობენ, ხან ჩამწერს მიდგამენ, ხან აჩრდილივით ამეკიდებიან, მდევნიან ქუჩაში, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს,"-აცხადებს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მზია გადელია.

დღის ამბები