19 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
"წყვილად რომ დადიან და ყველა საკითხში რომ ერთად არიან, რატომ არ ამბობთ რომ კოლექტიური კლანია? - მეთოფიშვილი ჯანეზაშვილზე და დოლიძეზე საუბრობს

დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. მისი წევრების წინაშე ყოველდღე 50-კაციანი სიიდან, 5 კანდიდატი წარსდგება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით პარლამენტისთვის წარსადგენ, მოსამართლეობის 20 მსურველს დაასახელებს. საბჭოს წევრები ამტკიცებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართება. ამ დაპირების არ სჯერათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს და ამბობენ, რომ საბჭო მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუჭირეს მხარს, რომლებიც სასამართლოს კლანისთვის იქნება მისაღები.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ რომ შეწყდეს ეს პროცესი, ვინაიდან ლეგიტიმურობა შერჩევის პროცესს ვერ ექნება, რადგან დარღვევები მრავლად არის გამოვლენილი. განსაკუთრებით ისეთი დარღვევები, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ წინასწარ ხმების შეთანხმებას. დარწმუნებული ვარ, ისინი წინასწარ შეთანხმდებიან და დაუჭერენ იმ ადამიანს მხარს, რომლებიც მათთვის არის მისაღები,"-საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ჩაშლის მცდელობაშია დანაშაულებს.

"ბრალდება თქვენც ხედავთ, რომ დაუსაბუთებელია, არიან 2 წევრი, რომელიც ცდილობს, რომ ჩაშალოს ეს პროცესი. კოლეგიური ორგანო ვართ, გინახავთ კოლეგიური ორგანო, რომელსაც არ ჰქონოდა კონსულტაციები? ჩემს კოლეგებთან მქონდა წინასწარი კონსულტაციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე გადაწყვეტილებას ცალკე არ მივიღებ. ქალბატონი ნაზი და ქალბატონი ანა, წყვილად რომ დადიან და ყველა საკითხში რომ ერთად არიან, რატომ არ ამბობთ რომ კოლექტიური კლანია და რაღაც შეთქმულებაა?"-საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი.

დღის ამბები