"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს პროკურატურას ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი ფედერაციაში ფინანსურ დარღვევებსა და არამიზნობრივად გაცემული დიდი ოდენობით პრემიებთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, მხოლოდ შარშან იანვარში ფედერაციის პრეზიდენტმა 40 ათასი ლარის პრემია მიიღო. კვლევაში მოყვანილია სხვა კონკრეტული მაგალითებიც, რომელიც, სავარაუდო, კორუფციაზე მიუთითებს.