19 აპრილი 2024,   07:12
ვრცლად
პუტინი ცდილობს, გაწყვიტოს ის კავშირები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს - სენატში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე იმსჯელეს

შეერთებული შტატების სენატში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. მთავარი თემა რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის საზიანო ქმედებები განიხილეს.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ვიდრე რუსეთის სათავეში ვლადიმირ პუტინია, კრემლი დასავლეთის დემოკრატიაში ჩარევას გააგრძელებს. მოსმენაზე ისაუბრეს იმაზეც, თუ რა მცირე რესურსი სჭირდება კრემლს გავლენის გასაძლიერებლად ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები. კონგრესმენი ადამ კინზინგერის თქმით, რუსეთის დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში, ევროპა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

„შეერთებულ შტატებში ფაშისტული ჯგუფების მხარდაჭერით, ასევე, ევროკავშირის და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებით ვლადიმირ პუტინი ცდილობს გაწყვიტოს ის კავშირები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. მანამდე სანამ პუტინის მიერ ძალაუფლების ფლობა არ დგას გამოწვევების წინაშე, ის გააგრძელებს დასავლეთის დემოკრატიებში ჩარევას. ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ვენესუელა, სირია, უკრაინა და საქართველო, ასევე ბალტიის რეგიონის ქვეყნები, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მცირე კაპიტალი არაპროპორციული ზეწოლის მოსახდენად. თუ ჩვენ გვინდა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის საზიანო ოპერაციებს, ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლის ხელყოფა პუტინმა მოახდინა, რომ დასავლეთის დემოკრატია გაცილებით კარგი არჩვევანია, ვიდრე რუსეთის ტირანული სისტემა,”-განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

დღის ამბები