25 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
რუსეთი მორიგი ტყუილის გავრცელებას ცდილობს და ხელისუფლების პასუხი ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს - ხიდაშელი ლავროვის განცხადებაზე საუბრობს

რუსეთი მორიგი ტყუილის გავრცელებას ცდილობს და ხელისუფლების პასუხი ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სერგეი ლავროვის ულტიმატუმს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ხელისუფლებას წაუყენა.

ლავროვის განცხადებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ხიდაშელის განცხადებით, ლავროვის ეს გზავნილი იმ საინფორმაციო ომის ნაწილია, რომლის მიხედვითაც რუსეთს სურს საქართველო საფრთხის შემცველ ქვეყნად წარმოაჩინოს. 

ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ დეზინფორმაციას სახელი უნდა დაარქვას.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს: პირველ რიგში ის, რომ მორიგი ტყუილის ტირაჟირება ხდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი საფრთხე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ემუქრებათ და შესაბამისად რაღაცა პირობების გაცემა აქედან, რომ არაფერი არ მოხდება, იქნება ერთგვარად აღიარება იმისა, რაც არ არსებობს და რუსულ თამაშში ჩაწერა.

"ამიტომ ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაციის მცდელობა ამ დიდ საინფორმაციო ომის კამპანიაში ერთი ფურცელი დაწერონ კიდევ, როგორი ცუდები ვართ ქართველები. სხვა თვალსაზრისით უბრალოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ ამ განცხადებას,"-განაცხადა ხიდაშელმა.

დღის ამბები