22 აგვისტო 2019,   23:18
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ლავროვის ულტიმატუმი შემთხვევითი არ არის - მიროტაძე  

რუსეთის ულტიმატუმი - ოპოზიცია მმართველ გუნდს ადეკვატურ რეაგირებას სთხოვს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას წესით უნდა ესმოდეს, რომ ლავროვის განცხადება სუვერენულ ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარია. 

მისი თქმით, ასევე შემთხვევითობა ვერ იქნება, რომ ლავროვმა ეს განცხადება "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.  

„სუვერენულ ქვეყანას ელაპარაკებიან ულტიმატუმის ენით, ალბათ გასაგები არის ჩვენი ხელისუფლებისთვის რასაც ნიშნავს ეს და ისიც გასაგები უნდა იყოს, როგორ უნდა მოქმედებდეს ასეთ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი დღე არის დარჩენილი სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე და აკეთებს განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეს არ მგონია, რომ არის შემთხვევით და მგონია, რომ არის დამთხვეული დროში. დღეს ამ განცხადების გაკეთება პრიორიტეტებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას ემსახურება.

დღეს რაც ხდება ქვეყანაში, მაგალითად საპროტესტო აქციები არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმე და იმედს ვიტოვებ კარგად აქვთ გააზრებული, რომ ჩვენს შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ,"-განაცხადა ანი მიროტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები