19 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? - ივანიშვილი 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს

"ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი?" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. "ქართული ოცნების" ლიდერი ანტისაოკუპაციო აქციებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, 20 ივნიასს უფრო მეტი ხალხი იყო აქციაზე გამოსული, თუმცა ახლა აქციის მონაწილეების რიცხვი ძალიან შემცირდა. 

"ასეთ ბრიყვულ კითხვას, თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ეს თქვენგან არა მათგან ("ნაციონალური მოძრაობა") მოდის. როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს 200 კაცს უყრიან თბილისში და 200 კაცს რეგიონებში, ხალხის ხედავს ყველაფერს, ხალხი ბრძენია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "აქციაზე ახლა თქვენი ხალხია, ძირითადად "რუსთავი 2"-ელები არიან."

დღის ამბები