25 აგვისტო 2019,   16:16
ვრცლად
"2016 წელს რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ საქართველოში, სად იყავით მაშინ," - ივანიშვილი

"2016 წელს რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ საქართველოში, სად იყავით მაშინ" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შეთანხმებული მასთან გავრილოვის საქართველოში ვიზიტი. მისი თქმით, 2016 წელს საქართველოში რუსი დეპუტატები იყვნენ ჩამოსულები, თუმცა მაშინ აჟიოტაჟი არ ამტყდარა.

ივანიშვილის აზრით, 2016 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გზით, იმედი ჰქონდა, რომ უფრო მეტ ხმებს აიღებდა, თუმცა ახლა ამის იმედი აღარ აქვს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან, გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა, პროტოკოლის შეცდომა იყო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს დანაშაული არ ჩაუდენია. 

"2016 წელს რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ საქართველოში, სლუცკი, რომელიც გავრილოვზე მნიშნველოვანი ფიგურაა და გვარს ვერ გავიხსენებ, ეფ ეს ბე-ს ყოფილი თავმჯდომარე, სად იყავით მაშინ. რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იყვნენ. ეს არის, რომ 2016 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ჰქონდა იმედი, არჩევნებით რამეს გააწყობდა, ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნების პროცესით მოვიდნენ, ხელისუფლებაში ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ.

ბიძინა ივანიშვილი-ის სურათის შედეგი"2016 წელს იცით, რომ სლუცკი იყო საქართველოში, სად იყავით მაშინ, კობახიძეს არავითარი დანაშული არ ჩაუდენია. კობახიძე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, როდსაც ის ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა, მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა აბსოლუტურად ობიექტური აღეშატება საზოგადოების. კობახიძე შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი. ასეთია გახარიაც, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია. გახარია თანამდებობაზე არ იომებს, გახარიას გადადგომა დღეს, რაც სურს "ნაციონალურ მოძრაობას," ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდნენ. მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 20 ივნისს პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური იყო და ივანიშვილი არ მიიჩნევს, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები