25 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
“ჩვენც მოგვარტყით”  - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება 

“ჩვენც მოგვარტყით”  - ამ ლოზუნგით, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს, თან სამიზნეები აქვთ მიტანილი, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ისინიც იგივენაირი სამიზნეები არიან, როგორც 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს დაშავებული მოქალაქეები. 

„ჩვენ მოვედით, რომ მას ვუთხრათ, ჩვენც იგივენაირი სამიზნეები ვართ, როგორც 20-ში იყო მაკო და გიორგი, როგორც ის ასეულობით ადამიანი, რომლებიც დაზარალდნენ და რომლებმაც მიიღეს მძიმე დაზიანება, მათ შორის მედიის წარმომადგენლებმა. მას ძალიან მარტივად შეუძლია იგივე წარმატებით, ახლა გასცეს ბრძანება და მისი ქვეშევრდომები უპრობლემოდ, ცივსისხლიანად დაგვთხრიან თვალებს. ზუსტად იგივენაირი სამიზნეები ვართ და საფრთხე არ გაჩერებულა, საფრთხე მატულობს ყოველდღიურად, იმიტომ რომ როგორც ჩანს, არ აპირებს ბატონი ივანიშვილი უკან დახევას, აქებს და ადიდებს გიორგი გახარიას და აგერ ვნახოთ, ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი, ვინ იქნება მაგარი ბიჭი და ვინ დარჩება ბოლოს მოგებული“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა

 

 

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, სამ კვირაზე მეტია რუსთაველის გამზირზე, ყოველდღიურად აქციები იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

დღის ამბები