23 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
მოინახულოს ყველა ის ადამიანი, ვინც თვალი და ჯანმრთელობა დაკარგა - თამარ კორძაიას რჩევა ბიძინა ივანიშვილს

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, 20 ივნისის ღამეს დაშავებული და თვალებდათხრილი ადამიანები მოინახულოს. კორძაია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს  გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, სამშობლოს ღალატი იქნებოდა. 

თამარ კორძაიას შეფასებით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მსახურია და სწორედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დავალებებს ასრულებს.

„სამწუხაროა, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში, ან პირიქით, კიდევ უარესი, ის გადმოვიდა თავდასხმაზე და აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობას ითვლის. ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, რომ მოინახულოს ყველა ის ადამიანი, ვინც თვალი დაკარგა იმ საღამოს და ჯანმრთელობა დაკარგა, პასუხი აქ იქნება უკვე მისთვის მარტივად დასანახი. მის დავალებებს ასრულებს გახარია მისი ერთგული მსახურია გახარია,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები