20 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
"სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, წერტილი" - სესიაშვილი 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე 

„როცა საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, ამ შემთხვევაში ყოველთვის მოქმედებენ სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის შესაბამისად, წერტილი,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვას - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე მიიღება თუ არა გუნდში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს არიდებენ კონკრეტული პასუხს კითხვაზე - 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანებასთან დაკავშირებით იყო თუ არა ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილი.

სესიაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის მიტანას, ამ შემთხვევაში მოქმედებდა შესაბამისი ინსტიტუტი კანონის შესაბამისად.

ირაკლი სესიაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენ, როცა მივიღეთ პოლიტიკური სურათი, ამ შემთხვევაში პასუხი გავეცით პოლიტიკურად და ეს პასუხი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული გუნდის მიერ, მაგრამ როდესაც საქმე გვქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმთან და ეს იყო ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში მოქმედებს კანონი და შესაბამისი ინსტიტუტები, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, აქ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან საქმე აღარ გვაქვს. ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, 20 ივნისს აქციის დაშლის დროს შუაღამეს ის, ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები