19 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
თუ ივანიშვილი შეძლებს "რუსთავი 2"-ის წაღებას მაშინ მას გაუჩნდება შანსი, თუ არა და მისი ხელისუფლება 2020 წელს დასრულებულია - გიგი უგულავა

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მთავარ გათვლას სწორედ რუსულ პარტიებზე აკეთებს და მათ სავარაუდო მოკავშირეებად მოიაზრებს. ხელისუფლების  ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დასრულებულია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი, ქვეყნის დასავლური მომავალია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას შეფასებით ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი. თუ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს "რუსთავი 2" -ის წაღებას მაშინ მას გაუჩნდება შანსი. ხოლო თუ ის არხს ხელს ვერ მოჰკიდებს, მისი ხელისუფლება 2020 წელს დასრულებულია.

„ამ გადმოსახედიდან არანაირი შანსი არ იკვეთება რომ "ქართულმა ოცნებამ" მთავრობა მომავალი დააკომპლექტოს რუსული პარტიების გარეშე. რუსულ პარტიებთან ერთად დაკომპლექტებული მთავრობა. ეს არის პირდაპირ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება, რასაც ქართველი ამომრჩეველი და ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს. მას ერთადერთი იმედი აქვს დარჩენილი და ეს იმედი უკაშირდება ხვალინდელ დღეს. თუ მოახერხებს ის და წაიღებს "რუსთავი 2"-ს ამითი შეცდება ფონს გავიდეს. თუ ვერა ივანიშვილი დასრულებულია,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ერთ კონკრეტულ პარტიას გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება ამიტომ მან კოალიციის შექმნის ალბათობა არ გამორიცხა. მისივე თქმით, ის ითანამშრომლებს ყველასთან გარდა ნაციონალური მოძრაობისა. 

დღის ამბები