25 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
„უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში" - ივანიშვილი ბათუმში, „რივიერას“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება

„მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ რომ დაანგრიონ ქვეყანა“ - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილმა, სამოქალაქო პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა, ვინც ბათუმი „რივიერას“ მშენებლობას აპროტესტებს.

მშენებლობა, რომლის უკან სწორედ ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები დგას, ბათუმელებისთვის მიუღებელია, რადგან მათი შეფასებით, მშენებლობა ზღვისპირა ქალაქს მთავარ ხიბლს აკარგვინებს.

„თქვენ ნახეთ, მთელი ნაციონალური მოძრაობა და მათგან მართული ენჯეოები, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა ნახეთ, პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არა რენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ რომ დაანგრიონ ქვეყანა, ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას. ზუსტად იგივე ხდება ბათუმშიც“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

დღის ამბები