19 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
რუსეთში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურებიდან 13 მათგანს პატიმრობა გაუხანგრძლივდა

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურებიდან 13 მათგანს პატიმრობა გაუხანგრძლივდა.

მოსკოვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულები ციხეში კიდევ 3 თვეს დარჩებიან.

მეზღვაურების მეორე ჯგუფთან დაკავშირებით ვერდიქტს სასამართლო მოგვიანებით გამოიტანს. რუსმა სამხედროებმა 24 უკრაინელი მეზღვაური გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დააკავეს. პარალელურად, ოფიციალური კიევის ცნობით, პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით მოსკოვთან შეთანხმებას მიაღწიეს.

ბრალდებულების გადაცემა, სავარაუდოდ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოხდება და გათავისუფლებულთა შორის, შესაძლოა, რეჟისორი ოლეგ სენცოვიც იყოს. 

დღის ამბები