23 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, როგორ დაიგეგმა ოპერაცია და რა ბრძანებები იქნა გაცემული - ომბუდსმენი 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე 

სახალხო დამცველის შეხვედრა საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან დასრულებულია. საუბრის თემა 20-21 ივნისის ღამე და შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტები იყო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ნინო ლომჯარიამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიწოდა იმ გამოძიებაზე, რომელიც სწორედ 20-21 ივნისის ღამის სისხლიან მოვლენებს ეხება.

ომბუდსმენის თქმით საუბარია ათტომიან საქმეზე. გამოკითხულია 300-ზე მეტი მოწმე, ასევე 50-მდე ჟურნალისტი და დაახლოებით ამდენივე სამართალდამცველი. სახალხო დამცველის განცხადებით მნიშვნელოვანია რომ გამოიკვეთოს ის პირი ვინც 20-21 ივნისის ღამეს ბრძანებებს იძლეოდა.

Image result for ნინო ლომჯარია„გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების გამოძიებაზე. ანუ კონკრეტულად ინდივიდუალურმა რომელიღაცა პოლიციელმა როგორ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას . ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უნდა იქნას შესწავლილი. თუმცა მთავარი ამოსავალი აქცენტი გამოძიების უნდა იყოს დაიხატოს მთელი ის სურათი თუ როგორ, რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება იმ არსებულ ინსტრუქციებს თუ საკანონმდებლო რეგულაციებს რაც არსებობს დღეს საქართველოში. განსაკუთრებული აქცენტი უნდა განხორციელდეს იმაზე როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს. რა ბრძანებები იქნა გაცემული, ვინ იყო ამ ბრძანებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია ფოკუსირება ერთეულ შემთხვევებზე არ ხდებოდეს. ასევე მესამე სექტორი ინტერესდება, რამდენად ლეგიტიმურად მოხდა აქციის დაშლა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ გამოძიება მზად არის მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

Related image„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძიება არის მზად იმისთვის,რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა დააყენონ, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, დაკითხულებიდან, კონკრეტული ბრძანება ჰქონდათ გაცემული კონკრეტულ პირებს პოლიციელებისთვის,“-ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

დღის ამბები