22 აგვისტო 2019,   23:24
ვრცლად
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. ბერლინში დაბრუნებულმა მაღალჩინოსანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა. მან ანგელა მერკელს დაბადების დღეც მიულოცა. გერმანიის კანცლერი დღეს 65 წლის გახდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ჩაანაცვლა. ის ანგელა მერკელის მჭიდრო მოკავშირე და "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარეა.

დღის ამბები