07 დეკემბერი 2019,   22:40
ვრცლად
"თავბრუს ხვევა, ტკივილი თავისა და მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში" - ერთ-ერთი დაკავებულის გამოკვლევა დასრულდა

აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის ლევან ჯიქურის გამოკვლევა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მხოლოდ მცირე დარღვევები აღენიშნება.

ექიმები ჯერჯერობით ვერ ასახლებენ, რა პერიოდის გატარება მოუწევს ლევან ჯიქურს კლინიკაში.

„30 წლის მამაკაცი, ჩვენთან შემოყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. ჩივილებით თავბრუს ხვევა, ტკივილი თავისა და მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში. პაციენტს ჩაუტარდა საჭირო კვლევები, რაიმე ორგანული დაზიანება ვერ იქნა ნანახი, პაციენტს ეს ჩივილები გამოეხატა კლინიკაში შემოსვლამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილემ,  მარინა გელანტიამ.

კლინიკაში მივიდა ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველი, ალექსანდრე ზუბიაშვილი. ადვოკატის განმარტებით, როდესაც დაკავებულს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, ამ დროს ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება უნდა გადაიდოს.

„ადრეც უჩიოდა იგი ჯანმრთელობას, მაგრამ რა თქმა უნდა, დაკავებამ გამოიწვია, იმიტომ რომ ანერვიულებულია, სტრესულ მდგომარეობაშია“ - ამბობს ლევან ჯიქურის ადვოკატი, ალექსანდრე ზუბიაშვილი.

დღის ამბები