19 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებულები ამ დრომდე ბრალის წარდგენას ელოდებიან 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს - ცოტა ხნის წინ, გახარიას უწყებამ 20-21 ივნისის აქციის კიდევ 3 მონაწილე დააკავა. ერთ-ერთი მათგანი, ლევან ჯიქური წინასწარი დაკავების იზოლატორში შეუძლოდ გახდა და ის ახლა ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

რაც შეეხება დანარჩენ 2 დაკავებულს, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. 

ორივე მათგანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ იმ ნაწილში, რომელსაც მათ გამოძიება ედავება. საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც გულისხმობს, რომ დაკავებულები ძალადობდნენ პოლიციაზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

 „თვითონ როგორც განმიცხადა, ეს არის ისეთი მონაკვეთი, როდესაც პატარა ბავშვს რომ ესროლეს, თვალი დათხარეს, როდესაც ნახა ეს ბავშვი დაგდებული, მას მოჰკიდა ხელი, შემდგომ ეხვეწებოდა, რომ ბავშვებს ნუ ესვრითო, როგორც თვითონ განმიცხადა. ეს ბავშვი დასვა, იმიტომ რომ უკვე მოხვედრილი ჰქონდა ტყვია და უნდოდა ბავშვს რომ გადაფარებოდა და როდესაც მივიდა უკვე, სანამ ფარს წაართმევდა, მაშინ უკვე მარჯვენა ფეხში მიბჯენით, დათვის ტყვიას რომ ეძახიან, მარჯვენა ფეხში მიბჯენით ჩახეული აქვს ფეხი“ - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის, ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატმა,  ცოტნე ტყებუჩავამ. 

 

დღის ამბები