25 აგვისტო 2019,   16:21
ვრცლად
“ჰესების მშენებლობა სვანეთში და მისი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე” - EMC-მ კვლევა ჩაატარა

 “ჰესების მშენებლობა სვანეთში და მისი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე” -  EMC კვლევას პირველად შედეგებს აქვეყნებს. სამოქალაქო სექტორი ჰესებთან დაკავშირებით სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ადგილობრივ მოსახლეობაზე  ზეწოლის სხვადასხვა ფორმებზე საუბრობს. ანგარიშში "ნენსკა ჰესისა" და "ხუდონ ჰესის" მაგალითებია მიმოხილული.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  სახელმიწფოს მიერ სათანადო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ზეწოლის ფორმა განსხვავებული არის, გვაქვს ისეთი ფორმები, როდესაც უბრალოდ მოსახლეობას ეშინია, რომ მათ მინიმალური  სოციალური დახმარება შეიძება მოუხსნან, იმის გამო რომ ისინი ღიად დაუპირისპირდებიან კონკრეტულ პროექტს, ან გვაქვს შემთხვევები, როდესაც  ადამიანებს უბრალოდ სამსახურებიდან ათავისუფლებენ. სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სათანადო პოლიტიკა. თუმცა ამ სათანადო პოლიტიკის შემუშავება გარკვეული მიზეზების გამო სამწუხაროდ არ ხდება და ზუსტად ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას,“- განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა, ეთო გვრიტიშვილმა.

დღის ამბები