22 აგვისტო 2019,   23:24
ვრცლად
თვალზე ხელაფარებული “ქართლის დედის” სტენსილი წაშალეს

თვალზე ხელ აფარებული “ქართლის დედის” სტენსილი, რომელიც თბილისში გუშინ დილით გაჩნდა, აღარ არსებობს. თავდაპირველად სტენსილის სწორედ ის ნაწილი გადაშალეს, რომელზეც “ქართლის დედას” ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული. მოგვიანებით კი სტენსილი მთლიანად წაშალეს.

ცალ თვალზე ხელის აფარება  პროტესტის სიმბოლო მას შემდეგ გახდა, რაც 20  ივნისს აქციის დარბევისას მოქალაქეებმა თვალი დაკარგეს. სტენსილის ავტორი ქუჩის ცნობილი მხატვარი გაგოშაა.

დღის ამბები