25 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
„თქვენ ყველა იბრძვით მუხლჩაუხრელად, ამიტომ უნდა გაიმარჯვოს „რუსთავი 2“-მა“ - მოქალაქეები ტელეკომპანიის მხარდასაჭერად იკრიბებიან

„რუსთავი 2“ -ის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან დაიცვან სამაუწყებლო კომპანია.

ტელეკომპანიის მხარდამჭერების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ „სიმართლის ტელევიზია, „რუსთავი 2“ მუდმივად იყოს.“

სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, რათა „ხალხის ტელევიზია დაიცვან.“

„თქვენ ყველა იბრძვით მუხლჩაუხრელად, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ამიტომ უნდა გაიმარჯვოს „რუსთავი 2“-მა“- ამბობს ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც ფოთიდან ჩამოვიდა.  

ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის არ არის. „რუსთავი2“ კი ხალხის ტელევიზიაა.

„რუსთავი 2“-ის ეზოში იმყოფებიან ის მოქალაქეები, რომლებიც კასპიდან, ქუთაისიდან და ფოთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.

დღის ამბები