19 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ვაშაძის დაკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.

თავად გრიგოლ ვაშაძე კი ამბობს, რომ კითხვები, რომელიც მას სახელმწიფო ბრალდებამ დაუსვა, შინაარსობრივად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხებოდა. მისი თქმით, ბრალდება ყველა ხერხით ცდილობდა საქმე ამ მიმართულებით წაეყვანა. ვაშაძე ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს მან ამომწურავი პასუხები გასცა.

„ძალიან კორექტული საუბარი იყო, მაგრამ გამოძიებას ცდილობს ყველანაირად, ყველა ხერხით, ყველა შეკითხვით, ყველა დაზუსტებით საქმე წაიყვანოს იქით, იყო თუ არა ადამიანების ჯგუფის შეთანხმება-შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ძალადობრივი გზით. წუთი-წუთზე მოვუყევი ყველაფერი დღის თორმეტი საათიდან დაწყებული. ამაზე ანეგდოტური მცდელობა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, იმიტომ, რომ ვინც შვილი საათის შემდეგ მიკროფონის გარშემო ვიყავით, დაახლოებით სხვა და სხვა დროს, მე მაგალითად სამ საათამდე ვიყავი პარლამენტში და დანარჩენები პარლამენტის შენობაში იყვნენ, ზოგიერთი თერთმეტის ნახევრამდე, როგორც მაგალითად, ბატონი ნიკანორ მელია, რომელიც  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გამოაძევეს პარლამენტის სხდომის დარბაზიდან. ამისთანა რაღაცა არც გამიგია არსად. დეტალურად შეკითხვების ჩამოთვლას ნუ მომთხოვთ, იმიტომ, რომ არაფერი მნიშვნელობა  არ აქვს. შეკითხვების სულისკვეთება, შეკითხვების მზიანი, შეკითხვების არსებობის აზრი იყო მხოლოდ და მხოლოდ იყო მხოლოდ ერთი, გეგმავდით თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას? რაზეც პასუხი არის, რომ ამაზე უფრო  აბსურდულის მოგონება არის შეუძლებელი,“- განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები