„ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახაა, მკაფიოა, არ ტოვებს, სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ გააკეთა.
ხულორდავა "რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც მხოლოდ ერთი ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას - შეჩერების ღონისძიების გაუქმება.
ხულორდავას თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ქართულმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ სასამართლო გადაწყვეტილებით, დღეს ძალიან ცხადად და ნათლად, უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა ის, რომ საქართველოში ამ საქმესთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა სამართლიანად და სწორად,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.