25 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
თუ ივანიშვილი ახლა გამარჯვებას ზეიმობს, სულ ტყუილად, მან წააგო სინამდვილეში - ნინო ჯანგირაშვილი

„თუ ივანიშვილი ახლა გამარჯვებას ზეიმობს, სულ ტყუილად ზეიმობს, მან წააგო სინამდვილეში,“ - ეს განცხადება, ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა გააკეთა.

ნინო ჯანგირაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას - შეჩერების ღონისძიების გაუქმება.

ჯანგირაშვილის თქმით, ივანიშვილმა სახელმწიფოს უზურპაცია მოახდინა და ყველა ინსტიტუციის გააუქმა. ამის ჩვენება კი ხელისუფლებას არ აწყობს.

„სამწუხაროდ, მე ვეჭვობ, რომ ამ ლოგოთი და ამ ბრენდით ვეღარ იქნება ისეთი მაუწყებლობა, როგორიც არის დღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, არასახელისუფლო, დამოუკიდებელი არხი. მაგრამ ტელევიზია არ არის არც კედლები, არც ლოგო, არც შენობა, არც ლიცენზია, ტელევიზია არის ადამიანები, ვინც ქმნიან ამ უნიკალურ კონტექსტს და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები