20 ოქტომბერი 2019,   05:53
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას ის 2 დღეში შეუდგება. სალიამ, დაახლოებით, ერთი საათის წინ საჯარო რეესტრს უკვე მიმართა და დაჩქარებული წესით მოითხოვა არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის შეცვლა.

პაატა სალიამ საჯარო რეესტრში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წარადგინა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დოკუმენტს თან ახლავს 220 ლარიანი გადახდის ქვითარი, რითის დასტურდება, რომ ხალვაშს ცვლილებების შეტანა დღესვე სურს.

პაატა სალია, რომელსაც ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანიის დირექტორად განიხილავს, „რუსთავი 2"-ის ზარებს არ პასუხობდა, მისი იუსტიციის სახლში მისვლა „კურიერმა“ სხვა მედიასაშუალებებისგან შეიტყო.

პაატა სალიას განცხადებით, მაუწყებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშმა განმარტა, რომ არხს მუშაობაში ხელი არ შეეშლება.

სალიას განცხადებით, ნიკა გვარამია სამაუწყებლო კომპანიიდან უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გვარამიას იცავს კონტრაქტი. კონტრაქტის მიხედვით, თუ გვარამია "რუსთავი 2-ს დატოვებს, მას 5 მილიონი უნდა გადაუხადონ. სალიას თქმით, იურისტის მხრიდან მსგავსი სახის განცხადებების გაკეთება მისთვის აბსურდულია. მან ასევე აღნიშნა, რომ დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშთან კომუნიკაცია იგეგმება. 2017 წელს ხალვაში აქიმიძესა და დვალს “რუსთავი 2-ის“ წილის 50%-სა და დირექტორად დავით დვალის დანიშვნას ჰპირდებოდა.

„მოვითხოვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, ქიბარ ხალვაში და შპს პანორამა უნდა დარეგისტრირდნენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეებად. ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დროებითი ღონისძიება იქნა გამოყენებული, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია და გააუქმა ეს ღონისძიება. სამართლებრივი საფუძველი, რომ არ აღსრულდეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თხოვნები, პირადი თხოვნებია, ეს სხვა რამეა. რა თხოვნით მიმართავს ბატონი გვარამია ქალბატონ წულუკიანს, არ ვიცი. არ ვთვლი, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, არნაირი დანაშაული არ არის, პირიქით, ვალდებულება აქვს საჯარო რეესტრს, იუსტიციის სახლს, მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, წილების რეგისტრაცია ქიბარ ხალვაშის სახელზეა,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები