16 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
დემოკრატიის ფანჯრის დახურვის საშიშროება არსებობს - „რუსთავი 2-ის“ გახმოვანების ჯგუფი

„რუსთავი 2"-ის გახმოვანების ჯგუფმა განცხადება გააკეთა. მათი თქმით, კოლეგების გადაწყვეტილებას და არხის სარედაქციო პოლიტიკას იზიარებენ. „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლების თქმით, მთავარია, რომ არ დაიხუროს დემოკრატიის ფანჯარა. ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამ ფანჯრის დახურვის საშიშროება არსებობს. მათი თქმით, დაუშვებელია კრიტიკული აზრის ჩახშობა. 

"მთავარია, არ დაიხუროს დემოკრატიის ფანჯარა, რომელიც არის რუსთავი 2-ის სახით, ჩვენი მოსახლეობისთვის ნებისმიერი ადამიანი დარწმუნებულია, რომ თუკი რამე სათქმელი აქვს მთავრობისთვის ხელისუფლებისთვის, ვერანაირი არხით ვერ აგონებს, ამას შეუძლია მოვიდეს რუსთავი 2-ში და ეს გააკეთოს, გამოთქვას თავისი ღია პროტესტი. ჩემი აზრით, არის საშიშროება ეს ფანჯარა დაიხუროს. ხელისუფლება რუსეთის ერთ-ერთ პროვინციად გადაგვაქცევს,“ - განაცხადა დიმიტრი ტატიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები