18 აგვისტო 2019,   11:59
ვრცლად
ვთავაზობთ შეიქმნას ბორდი, ჟურნალისტების შრომის უფლებების დასაცავად - გიგაურის შეთავაზება ხალვაშს 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ფიქრობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ხელისუფლებისთვის ადრევე იყო ცნობილი. ამის დასტურად გიგაურს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია მოჰყავს, სადაც საუბარი იყო, რომ "რუსთავი2"-ის მფლობელი და ხელმძღვანელობა იცვლება.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ინფორმაცია დამაჯერებელი არ ჩანდა და სტრასბურგის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, მთავარი სათქმელი ის არის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულობად უნდა მივიღოთ. დღეს ჩვენ უკვე უნდა ვიმოქმედოთ იმ მოცემულობიდან რაც გვაქვს. ცხადია მხარეს აქვს უფლება გაასაჩივროს, ეს უფლება მათ ერთ საკითხთან დაკავშირებით დარჩა. თუმცა ამ მომენტიდან უკვე უნდა ვიფიქროთ ჟურნალისტების უფლებებზე, რადგან მფლობელი უკვე შეცვლილია,“-ამბობს ეკა გიგაური.

მისი თქმით, თუ ახალი მფლობელის პოზიცია რეალობასთან ახლოს არის და მას ნამდვილად არ სურს სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს, მაშინ თავად უნდა იზრუნოს ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე. გიგაური ახალ მფლობელს ბორდის შექმნას სთავაზობს, რომელიც თანამშრომლების შრომით უფლებებს დაიცავს.

რაც შეეხება მედიაგარემოზე გავლენას, მისი თქმით, ცხადია სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენები  უარყოფითად აისახება მედიაგარემოზე. 

"შეიძლება, რომელიმე არხის სარედაქციო პოლიტიკა არ მოგვწონდეს, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მრავალფეროვნება. არ ვიტყოდი რომ ერთადერთი კრიტიკული არხია, მაგრამ ყველაზე დიდი და გავლენიანი არხია "რუსთავი2". ჩვენი მოსახლეობა თუკი შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა უნდა შევეგუოთ,რომ არც რომელიმე მინისტრის კორუფციაზე იქნება საუბარი, არც სასამართლო სისტემაზე და არც სხვა. ეს არის დემოკრატიისთვის დიდი გამოწვევა, 2020 წელს გვექნება ძალიან სერიოზული არჩევნები,"-ამბობს ეკა გიგაური.  

დღის ამბები