18 აგვისტო 2019,   11:59
ვრცლად
ქართველი ხალხი ჰკარგავს არა მარტო "რუსთავი2"-ს, არამედ ჰკარგავს საქართველოს და მის თავისუფლებას - ბაჩუკი ქარდავა

ქართველი ხალხი ჰკარგავს არა მარტო "რუსთავი2"-ს, არამედ ჰკარგავს საქართველოს და მის თავისუფლებას - ასე გამოეხმაურა  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ქარდავა ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მითითებით მოქმედებს და ამის მაგალითად ლავროვის მიერ გუშინ წაყენებული ულტიმატუმი მოჰყავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დასჯა მოსთხოვა. 

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლება "რუსთავის 2"-ის გასაჩუმებლად და არხის ხელში ჩასაგდებად აქტიურ შტურმზე გადავიდა.

„ივანიშვილის რეჟიმი ჩქარობს, რა თქმა ნდა, ჩქარობს დაასრულოს ქვეყანაში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. ამ საქმეში არ არის ივანიშვილი მარტო, მას ზურგს უმაგრებს რუსეთი. ქართველი ხალხი ჰკარგავს არა მარტო "რუსთავი2"-ს , არამედ ჰკარგავს საქართველოს და მის თავისუფლებას.  გავიხსენოთ გუშინდელი ლავროვის განცხადებები, პირდაპირი მუქარა "რუსთავის 2"-ის მისამართით. ჩვენ გვყავს კრემლის მარიონეტი ხელისუფლება. ისინი გადასული არიან აქტიურ შტურმზე, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მალე გააჩუმონ "რუსთავი2,“- განაცხადა ქარდავამ.

დღის ამბები